მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კონცეპტი და Eastern Promotions წარმოგიდგენთ ფესტივალს „Jazz and Wine Kakheti“

631ee2eb66a8a
BM.GE
12.09.22 12:46
591
15-16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate), რიგით მეექვსე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება. ფესტივალს წელს პირველად ეყოლება სტუმარი ქვეყანა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები.

„Jazz and Wine Kakheti“-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის 20-ზე მეტ მწარმოებელს, ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი შეუერთდება (როკლენდის ფერმა და მეღვინეობა Nathan Zeender from Rockland Farms and Winery), მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო. სტუმარი ქვეყნის შეფმზარეული მეთიუ დოლანი კი (Chef Matthew Dolan), სტუმრებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება.

წინანდლის მამულში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი 13.00 ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.

ფესტივალის პროგრამა:

15:00 ამფითეატრი - ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებულ ელის ფრანსისს მოუსმინონ https://youtu.be/Y_RvfQrNhiE ALICE FRANCIS "Queen of Electro Swing” 

20.00 ბოლრუმში გაიმართება, ახალგაზრდა ჯაზ კომპოზიტორის ჯილდოს მფლობელი, კეილი ოდოერტის კვინტეტის კონცერტი, https://youtu.be/WRRXKCF-NkY CALI O’DOHERTY Quintet 

22.00 ამფითეატრის სცენაზე კი გერმანული ლეგენდარული ჯგუფი „დი-ფაზი“ წარსდგება, რომელიც წელს თავის 25 წლის საიუბილეო ტურის ფარგლებში სტუმრობს წინანადალს : https://youtu.be/WsHY_4RW0_Y DE-PHAZZ 

ფესტივალის დიჯეი: დათუნა მაჩაიძე

წლევანდელი ფესტივალის სიახლე იქნება „ჯაზი ბავშვებისთვის“.

16 ოქტომბერს, 10.00 ბოლრუმში, კეილი ოდოერტის კვინტეტი ბავშვებს ჯაზის სამყაროში კარს შეუღებს. ფესტივალის პატარა სტუმრებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით. კეილი, ამერიკაში, ლინკოლნ ცენტრში, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის განათლების პროგრამაზე მუშაობს.

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი. ოფიციალური სპონსორი ვიზა სპონსორი კომპანიებია: პორშე, აპარტ დეველოპმენტი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და აშშ საელჩო. მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TVიმედი, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ პლატფორმა მარკეტერი. ტექნიკური მხარდამჭერები: „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი.“

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები