მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის #7-ში ლექციების სერიას უმასპინძლებს

60507bc2bbdd0
BM.GE
16.03.21 13:50
691
თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის #7-ში, ლექციების სერიას უმასპინძლებს. როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ინტერდისციპლინარული ფორუმი, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მიმდინარე გამოფენის - „მარჯანიშვილის უბანი”- არქიტექტურა, პოლიტიკა და იდენტობა” - ფარგლებში ჩატარდება.

ამასთან, საგანმანათლებლო ლექციებს ლიტერატურის, კულტურის და არქიტექტურის სფეროს წამყვანი პროფესიონალები წაიკითხავენ. ერთდღიანი ფორუმის მიზანი სფეროში დაგროვილი გამოცდილების და ხედვების გაზიარებაა ურბანულ, პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ ჭრილში.

„პროექტი - „მარჯანიშვილის უბანი” თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს.

აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა. გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი.

გამოფენის პარტნიორები არიან გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო.

თარიღი: 20 მარტი 

ღონისძიების განრიგი:

12:00 – 13:00
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პანელი

13:00 - 13:45
თიკო ხომერიკი - ანთროპოლოგი ურბანულ ლაბირინთში

13:45 – 14:15
შესვენება

14:30 – 16:15
ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურა მუზეუმში

16:15 -17:00
ირინა ქურთიშვილი - სახელოვნებო სფეროს გამოწვევები დღეს

ლექციებზე ფიზიკურად დასწრება შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექციები თიბისი კონცეპტის Facebook გვერდზე. ლექციებზე ფიზიკურად დასასწრების მსურველებს რეგისტრაცია თიბისი კონცეპტის ვეგ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ: www.conceptevents.ge
(NS)





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები