თბილისში ZEG Storytelling Festival უკვე მეექვსედ გაიმართა და სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მწერლებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებსა და მოაზროვნეებს უმასპინძლა. ფესტივალი, რომლის მხარდამჭერიც TBC Concept იყო, კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც თანამედროვე სამყაროს აქტუალურ თემებზე მსჯელობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი იდეების აღმოჩენა გახდა შესაძლებელი.


































