მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი ლიზინგი სუპერტრივიას მხარდამჭერია

ტვც
10.06.26 13:16
98

თიბისი ლიზინგი და სუპერტრივია დამეგობრნდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ერთვება ინიციატივაში, რომელიც განათლებას სუპერძალად აქცევს.

გსმენიათ პლატფორმა სუპერგმირზე? ინიციატივაზე, რომლის გუნდიც მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებს და უსმენს სოციალურად დაუცველი ბავშვების სურვილებს, შემდგომ კი, მათ „სუპერგმირებს“ გადასცემს. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია გახდეს პროექტის სუპერგმირი და იზრუნოს ბავშვების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე.. პლატფორმა უკვე 6 წელია არსებობს და დღემდე ათასობით ადამიანი და 30-ზე მეტი კომპანია ჩაერთო პროექტში. პლატფორმის მთავარი მიზანი ბენეფიციარებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობაა, რათა მათ მოახერხონ სიღარიბისგან თავის დაღწევა. ამ მიზნის უკეთ მისაღწევად შეიქმნა სუპერგმირის ახალი პროექტი www.supertrivia.ge

რატომ განათლება?

განათლება ბავშვების ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა,სუპერგმირის გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში ათი ათასობით ბავშვია, რომლებისთვისაც წიგნი ფუფუნებაა. მათ არ აქვთ წვდომა ასაკის შესაბამის სამეცნიერო, თუ მხატვრულ ლიტერატურაზე, რომ უკეთ შეიმეცნონ სამყარო, განივითარონ უნარები და უბრალოდ ისიამოვნონ წიგნის კითხვით. სწორედ ამ რეალობის შესაცვლელად შეიქმნა „სუპერტრივია“.

როგორ მუშაობს სუპერტრივია?

მარტივია: შედი ვებ-გვერდზე supertrivia.ge აირჩიე სასურველი კატეგორია , მაგალითად: გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, სპორტი, ლოგოები და სხვა. თითოეულ კითხვას 4 სავარაუდო პასუხი აქვს. თითო სწორი პასუხი = ერთი ფურცელს. წიგნებს სუპერტრივია შეიძენს და გადასცემს ბავშვებს, ვისაც ეს სჭირდება. თანამშრომლობის ფარგლებში თიბისი ლიზინგი უზრუნველყოფს რესურსს, რომლითაც სუპერტრივიას გუნდი აღნიშნულ ინიციატივას განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები