თიბისი ლიზინგმა ნიდერლანდების მეწარმეობის განვითარების ბანკისგან 15 მილიონი ევროს საკრედიტო ფინანსური რესურსი მოიზიდა, რაც ინსტიტუტებს შორის გაფორმებული რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქციაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელშეკრულებას ხელი, თიბისი კონცეპტში მოეწერა. აღსანიშნავია,რომ პარტნიორობა 2019 წელს იღებს სათავეს და მიზნად ისახავს როგორც ფინანსური ინკლუზიურობის გაუმჯობესებას, ასევე სამეწარმეო სფეროში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების გაძლიერებას. მათ შორის ქალების და ახალგაზრდა, დამწყები მეწარმეების ხელშეწყობას.