მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი ლიზინგმა" საფონდო ბირჟაზე 58.4 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

5e9881df3d5f0
ნინი ლონგურაშვილი
16.04.20 20:30
749
“თიბისი ლიზინგმა” “თიბისი კაპიტალის” დახმარებით საფონდო ბირჟაზე 58.4 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. ეს არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ლარში დენომინირებული ყველაზე დიდი საჯარო ემისიაა, რაც საქართველოში აქამდე განხორციელებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით “საქმიანი დილის” ეთერში "თიბისი ლიზინგის" ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ ისაუბრა.

“ვადიანობის მხრივ, უნდა აღინიშნოს რომ არის 3–წლიანი ობლიგაციები, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი გრძელვადიანი განთავსება ბაზარზე. 58 მლნ 400 000 ლარი განვათავსეთ და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას ეს ყველაზე დიდი განთავსებაა არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ლიკვიდობის მხრივ საკმარის დონეზე ვართ. გვინდა დამატებით განთავსება კიდევ 70 მლნ-მდე გავზარდოთ, ამისთვის ვადა გვაქვს მონიჭებული 2020 წლის დეკემბრამდე და ახლო მომავალში ჩვენს პარტნიორ, ასევე გათვიცნობიერებულ ინვესტორებზე გავაკეთებთ ამ ტიპის კაპიტალის დამატებით განთავსებას. მზაობა ბანკების მხრიდან არის ამ ტრანზაქციაში მონაწილეობის, უბრალოდ ჩვენი მხრიდან ჭარბი ლიკვიდობის მართვის მიზნით მოხდება დეკემბრამდე ამ თანხის განაწილება", – განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები