მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი: საერთაშორისო აღიარება #Euromoney​-ვაჭრობის დაფინანსებაში

BM.GE
02.03.21 09:37
564
ბანკი, რომელიც ვაჭრობის დაფინანსებით საქართველოს ბაზრის 52% წილს ფლობს ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო აღიარება მიიღო. ეს თიბისია. ჯილდოების ჩამონათვალში კი გერმანიის ერთ ერთი უმსხვილესი Commerzbank-ის და Euromoney-ს აღიარებაა. ამ ჯერზე დაფასება და შეფასება ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის, სფეროში საქართველოში ბაზრის ლიდერობისა და საუკეთესო მომსახურებისისათვის დაიმსახურა.

Commerzbank თიბისის უძველესი პარტნიორია ვაჭრობის დაფინანსების სფეროში. თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია ბანკებმა ჯერ კიდევ შორეულ 1999 წელს განახორციელეს და მას შემდეგ მომხმარებელს ერთობლივად არაერთი შესაძლებლობა შესთავაზეს.

რაც შეეხება, ის Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას აქვეყნებს. დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში და აღნიშნული მიმართულებით, გლობალური მასშტაბის ერთგვარ საზომს წარმოაგდენს. Euromoney-ს ჯილდო ისეთ კოპანიებსა და ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.

სტუმარი: თამარ ხიზანიშვილი - თიბისის ვაჭრობისა და სტრუქტურული ფინანსირების დეპარტამენტის უფროსი
 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები