მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი სტარტაპერის და Face2face-ის კოლაბორაცია

BM.GE
29.06.22 10:30
322
თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად სტარტაპერის და პლატფორმა Face2face-ის კოლაბორაციით ინდივიდუალური კონსულტაციების სერია გაკეთდა, რომელშიც პლატფორმაზე წარმოდგენილი სხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად, სტარტაპერის მხრიდან 11 პროფესიონალი მიიღებს მონაწილეობას. Face2face არის კონსულტაციების ონლაინ პლატფორმა, რომელზეც შეგიძლია ჩანიშნო შეხვედრა დარგის პროფესიონალებთან. პლატფორმაზე სტარტაპერის მრჩევლები დაგხვდება, რომელთანაც კონსულაციის მიღება უფასოდ შეგეძლება. პროექტში მონაწილეობის მიზანი ახალი ბიზნესების საჭიროებების დაკმაყოფილებაა. 

სტუმრები: ანა თოთიბაძე - თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის წევრი;
გიორგი ავალიანი - face2face-ის თანამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები