თიბისიმ მორიგი Tech Meetup-ი ჩაატარა, რომელიც თიბისის ტექნოლოგიურ სტეკში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი მიმართულების განხილვას .Net-ს დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში დეველოპერებმა ერთმანეთს გაუზიარეს .Net-ის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკები და სიახლეები, როგორებიცაა:
Microservice Architecture – Approaches, Principles, Best Practices
Code and Source Generators
GraphQL - Hot Chocolate
SignalR
„აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში საშუალება გვქონდა ერთის მხრივ გაგვეღრმავებინა ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებით საინტერესო პრეზენტაციების და დემო პროექტების საშუალებით, მეორე მხრივ, არაფორმალურ გარემოში პირისპირ გვესაუბრა პირად გამოცდილებებზე, ტექნიკებზე და მიგნებებზე.
იქიდან გამომდინარე, რომ დაინტერესება და თითოეულმა დეველოპერის კმაყოფილების დონე ძალიან მაღალი იყო, ვიმედოვნებ რომ ხშირად შევძლებთ მსგავსი შეხვედრების ჩატარებას.“ - ჯუბო ფალელიშვილი, თიბისის .net დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი.
თიბისი Tech Meetup-ის პირველი შეხვედრა 13 იანვარს თიბისი კონცეპტის სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა.
(რ)