მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი“ ტექნოლოგიებში ყოველწლიურად ასობით მილიონს დებს“ - გენდირექტორი ტრანსფორმაციის ახალ ეტაზპზე

თიბისი

„თიბისის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საფინანსო ინსტიტუტი ყოველწლიურად ტექნოლოგიურ განვითარებაში ასობით მილიონს დებს. ამის შესახებ ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ თიბისის ახალ გზავნილის „მთავარია გჯეროდეს“ შინაარსზე და ბრენდის მთავარ სათქმელზე საუბრისას განაცხადა.

„თიბისის“ გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ მომავალი 3-5 წლის განმავლობაში მათი მიზანი სრულად ტექნოლოგიურ კომპანიად ქცევა, რადგან სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ეპოქაში ბანკმა მომხმარებელს ახალი პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.

„ჩვენ შინაარსობრივად და გააზრებულად, ყოველწლიურად ასობით მილიონ ინვესტიციას ვდებთ და ბაზას ვამზადებთ ტექნოლოგიებში სხვადასხვა მიმართულებაში, რომ ამ შედეგამდე მივიდეთ.

ბოლო 10 წლის განმავლობაში გაციფრულებამ მსოფლიოში საბანკო სფერო შეცვალა, ურთიერთობები ბანკსა და მომხმარებელს შორის რადიკალურად შეცვლილია. ახლა გუნდში ვფიქრობთ, რომ AI-ს კუთხით მიმდინარე ცვლილებები შეიძლება სულ ახალი დონე იყოს, რომელიც რადიკალურად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ყველაფერს. ტესტირებები მიმდინარეობს. მთავარია გჯეროდეს და ამას მომზადებული შეხვდე“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.

მისივე ინფორმაციით, თიბისის 12 000 დასაქმებულიდან 4 000 ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და მომავალი 3-5 წლის განმავლობაში კომპანიის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

„ყველა კომპანია გადის ტრანსფორმაციას. ჩვენი კომპანიაც ზრდასთან ერთად ტრანსფორმირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვამბობთ, რომ საფინანსო სექტორში მომუშავე ტექნოლოგიური კომპანია ვართ. 12 000 თიბისელიდან ტექნოლოგიურ მიმართულებაში 4 000 თიბისელია ჩართული. ჩვენ აღარ ვართ სტანდარტული ბანკი. მთავარია ჩვენი თავი დავაჯეროთ და მთავარია გვჯეროდეს, რომ მომავალი 3-5 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია მნიშვნელოვნად ტრანსფორმირებული იქნება, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს შეიძლება წარმოუდგენელია, მაგრამ ტექნოლოგიები data-ს მიმართულებით ისე სწრაფად ვითარდება, რომ გვინდა ტექნოლოგიური ბაზა მომზადებული გვქონდეს, რათა რაღაც სწრაფად რომ განვითარდება, სწრაფი რეაქცია მოვახდინოთ. ჩვენ ამისთვის წლებია ვემზადებით და მგონია, რომ ჩვენი კომპანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ უზბეკეთშიც მზად იქნება ამისთვის“, - აღნიშნა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები