თიბისი ტექსკოლში 9-12 კლასის მოსწავლეებისათვის კიდევ ერთი შესაძლებლობა გაიხსნა. სკოლის ზედა საფეხურის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ონლაინ ფორმატში შეისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიები, პრაქტიკაში გამოცადონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი და აღმოაჩინონ მიმართულებები, რომლებიც შესაძლოა მათი მომავლისთვის საინტერესო გზამკვლევი აღმოჩნდეს. სიახლე თავად ტექსკოლაშიც, სადაც სემესტრის დაწყება ახალი მიდგომით დაანონსდა.
სტუმრები: ალექსანდრე მაყაშვილი - თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი; ლანა ლაბაძე - ჯეოლაბის დირექტორი;






























