მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თიბისი უზბეკეთის“ მომხმარებელთა რაოდენობამ 22 მილიონს მიაღწია / „თიბისი უზბეკეთის“ გეგმები

უზბეკეთის ბაზარზე შესვლიდან 5 წლის თავზე თიბისი უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობამ 22 მილიონს მიაღწია - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი ნიკა ქურდიანი აცხადებს. ქურდიანის თქმით, უშუალოდ ციფრული ბანკის სასესხო პორტფელი უკვე მილიარდ დოლარამდეა ასული და მისი დიდი წილი სამომხმარებლო დაკრედიტებაზე მოდის. მიღმა ციფრული ბანკისა, თიბისი უზბეკეთის ბაზარზე სხვადასხვა საგადახდო პროდუქტებითაა წარმოდგენილი და ყოველთვიურად ციფრული ბანკის პლატფორმებით 5-6 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები