მიმდინარე წელს საქართველოდან საერთაშორისო სავაჭრო პალატამ თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და დოკუმენტური ოპერაციების ჯგუფის უფროსი - თამარ გუგუშვილი ვაჭრობის დაფინანსების დოკუმენტაციის გაციფრულების გლობალური პროექტში მონაწილეობისთვის წარადგინა. თავად ეს პროექტი მარტში დაიწყო და მისი მიზანი ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, იმ ინფორმაციის იდენტიფიცირებაა, რომელიც სამომავლოდ გლობალურად უნდა გაციფრულდეს, პრაქტიკაში დაინერგოს და რომელმაც, საბოლოოდ, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული კომპანიებისთვის ბიზნესპროცესები უნდა გაამარტივოს.
საინტერესო გარემოებაა, რომ ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ელემენტებისა და სტანდარტების გაციფრულების აუცილებლობა, მსოფლიოს მასშტაბით, კოვიდ პანდემიამ დააჩქარა. ახალი გარემოება საფინანსო სექტორისათვის გამოწვევასთან ერთად ახალ შესაძლებლობად იქცა და ICC-ის Digital Standards Initiative კომისიამ ვაჭრობის დაფინანსების დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და იმ ციფრული სტანდარტების იდენტიფიცირება დაიწყო, რომლითაც მომავალში მსოფლიოს მასშტაბით როგორც ვაჭრობის დაფინანსებაში ჩართული კომპანიები, ასევე ბანკები იხელმძღვანელებენ.
დიჯიტალიზაციაზე მუშაობა საქართველოშიც აქტიურია და ამ მხრივ ერთი მხრივ მთავრობა და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით კერძო სექტორი აქტიურობენ.პროცესთან დაკავშირებით და საქართველოდან კონტრიბუციაზე რომელშიც SWIFT, ISO, WORLD BANK-ი და სხვა კარგად ცნობილი კომპანიებიც არიან ჩართულები?
სტუმრები: თამარ გუგუშვილი - თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და დოკუმენტური ოპერაციების ჯგუფის უფროსი;
ხატია ბუხრაშვილი - ICC Georgia-ს გენერალური მდივანი;