მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#თიბისიგანათლებისთვის - „თიბისის“ ახალი ინიციატივა ახალგაზრდებისთვის

BM.GE
19.12.22 09:01
395
2023 წლიდან თიბისი ბანკი მთავარი პრიორიტეტი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა იქნება. ეს წამოწყება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდებისთვის განათლებაზე წვდომის გაზრდასა და გამარტივებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააცნო, რომელმაც სიმბოლურად, თიბისის დაბადების დღეზე ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 30 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. პირველი პროექტი, რომლის განხორციელებას თიბისის გუნდი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან თანამშრომლობით გეგმავს, - ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით უფროსკლასელთათვის ფართომასშტაბიანი განათლების პროგრამაა, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზეა ფოკუსირებული და მათთვის საბაზისო ცოდნის მიცემას პროგრამირების, IT უსაფრთხოებისა და ციფრულ სამყაროში ეთიკური ქცევის მიმართულებით ისახავს მიზნად. სამომავლოდ თიბისი გეგმავს, რომ მსგავსი პარტნიორობით, უფრო მეტ ახალგაზრდას მისცეს ხარისხიანი და პრაქტიკული განათლების მიღების შესაძლებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები