მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისიმ" რუსეთის გადაწყვეტილების ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება გამოაქვეყნა

5d10911a8bca5
თელარა გელანტია
24.06.19 12:57
1558
თიბისი კვლევების მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით, 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მკვეთრად იზრდება.

"ამასთან, ტურიზმის კუთხით, ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი თურქეთის ნეგატიური ზეგავლენა იწურება და ეს ფაქტორიც ხელშემწყობი იქნება.

ეკონომიკის ზრდის ტემპი, მანამდე პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად 4%-ის ფარგლებშია ნავარაუდები.

მართალია, რუსეთიდან ტურისტების ასეთი მკვეთრი შემცირების ზეგავლენა ეკონომიკაზე დაახლოებით 1.5% უნდა იყოს, თუმცა მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც დამაბალანსებელი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ამ ფაქტორის გამო სავალუტო შემოდინებების კუთხით, მომდევნო ერთ წელიწადში შეფასებული დანაკლისი 200 მილიონ დოლარამდეა.

ამასთან, საგარეო სექტორი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, ლარი არაერთი შეფასებით, უკვე მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დონეც მაღალია.

ბოლო 6 თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 216 მილიონი დოლარი შეისყიდა. მაშინ როდესაც, მოკლევადიანი მერყეობა არაა გამორიცხული, თიბისის კვლევები ინარჩუნებს ლარის გამყარების პროგნოზს", - აცხადებენ თიბისიში.

თემატურ გამოცემა "რუსეთის სანქციები: მართვადი ზეგავლენა ზრდაზე და ფსონი ლარზე", შეგიძლიათ, იხილოთ თიბისი კვლევების ვებგვერდზე: https://www.tbcresearch.ge/en/Research/Download?ResearchId=203&Type=PDF  .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები