მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა

62c406ee61c7e
BM.GE
05.07.22 13:54
483

1-ელ ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. გორისა და ქუთაისის შემდეგ ეს მესამე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, სასტუმროს მენეჯმენტზე, ციფრულ სივრცეში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის  აქტუალურ საკითხებზე. 

ფორუმის მონაწილეებს მაკრო-კონომიკურ მიმოხილვა გააცნო თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ. 

ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება, ნეთვორქინგი, გამოცდილების გაზიარება და მათი კომუნის გააქტიურებაა. ფორუმში მონაწილეობდნენ აჭარის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები.  
(NS)





გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები