მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თიბისიმ, VISA-სთან პარტნიორობით, პროექტ ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში, შეხვედრების სერია დაიწყო. დაჯილდოების ნომინაციების შესახებ 5 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5 შეხვედრა გაიმართება, რომლებსაც ბიზნეს დაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და თემის ექსპერტები გაუძღვებიან. „მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების“ თემაზე პირველი შეხვედრა გუშინ შედგა.