საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს. თიბისი ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორია. ის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ განსაკუთრებულად ემზადება და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს მართავს. თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში თიბისის ფან-ზონები მოეწყო, საიდანაც სპორტის მოყვარულები ბორჯღალოსნების გულშემატკივრობას შეძლებენ. გულშემატკივარს ადგილზე სხვადასხვა გასართობი, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში მონაწილეობაც შეუძლია.