მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ Euromoney-სგან 2 ჯილდო მიიღო: საუკეთესო ბანკი ობლიგაციების ბაზარზ & საუკეთესო სავალუტო ბანკი საქართველოში

საუკეთესო ბანკი ობლიგაციების ბაზარზე და საუკეთესო სავალუტო ბანკი საქართველოში - თიბისიმ Euromoney-სგან ეროვნული კატეგორიის 2 ჯილდო მიიღო. ჯილდო აღიარებს ბანკის ლიდერობასა და მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის განვითარებაში. ეს აღიარება ასევე უკავშირდება თიბისის მიღწევებს სახელმწიფო ობლიგაციების მეორად ბაზარზე, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ოპერაციების, ვაჭრობისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. ამასთან, თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები