მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ იპოთეკური სესხების ახალი და გამარტივებული ციფრული არხი შექმნა

5f5a08f8e80a0
ლიკა გურაბანიძე
10.09.20 19:33
704

თიბისიმ იპოთეკური სესხების ახალი და გამარტივებული არხი შექმნა, რომლის დახმარებითაც სესხის მიღება ციფრულად არის შესაძლებელი. ახალი პლატფორმის შესახებ “საქმიან დილაში” თიბისის უზრუნველყოფილი სესხების ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერმა ლელა ჭინჭარაულმა ისაუბრა.

მისი თქმით, იპოთეკური სესხის აღებისგან გამოწვეული ბანკში ვიზიტის რუტინა ონლაინ პლატფორმით მოგვარდება.

“იპოთეკური სესხის აღება არც ისე მარტივი პროცესია და ტრადიციულად ეს ბანკში ვიზიტს გულისხმობს. ჩვენი ონლაინ იპოთეკური პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ამ პროცესის უდიდესი ნაწილი დისტანციურად დაფაროს.

ხოლო ის, რაც რამდენიმე დღესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რამდენიმე წუთში მოგვარდეს. კერძოდ, საჭიროა, რომ მომხმარებელს თიბისიში ანგარიში გახსნილი ჰქონდეს, ხოლო ჩვენ ყველა საჭირო პროცედურას მასთან დისტანციურად გავივლით. საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე კი, ბანკში მსხესხებლის ხანმოკლე ვიზიტია საჭირო.

ასევე, ელექტრონული პლატფორმა იმით არის განსხვავებული, რომ თუ ადამიანს ბინის შეძენა სურს, მაგრამ ის ჯერ არ მოუძებნია და თანხის გაცემაზე ბანკისგან ზუსტი პასუხი აინტერესებს, სწორედ ახალი პლატფორმის საშუალებით შეუძლია ჯერ სესხის დამტკიცება, ხოლო შემდგომ ბინის მოძებნა. განახლდება ინფორმაცია, უძრავი ქონება შეფასდება და სესხი გაიცემა” - განმარტა ჭინჭარაულმა.