მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

BM.GE
28.06.23 10:38
160
თიბისიმ მდგრადი განვითარების 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ გასული წელი შედეგები შეაჯამა და ამასთან საზოგადოებას მდგრადი განვითარების ძირითადი მიდგომები გააცნო. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ გამახვილდა. ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - მდგრადი ბიზნეს მოდელები და პრაქტიკები საქართველოში, რომელშიც კომპანიების „თეგეტას“, აგრომაქსის“, „ბრიმ თბილისის“ და „გროსვატის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მდგრადი განვითარების ანგარიშის პრეზენტაცია კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე თიბისის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები და თიბისის პარტნიორი - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სტუმარი: მაკა ბოჭორიშვილი - თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები