მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისიმ“ SelectUSA–ს სამიტზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, კორპორატიულ ბიზნესებსა და პარტნიორებს, შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში მონაწილეობა მიიღონ საინვესტიციო სამიტზე - SelectUSA. სამიტი SelectUSA აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისთვის. ასევე, ინვესტორების, კომპანიების, ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის ექსპერტების დასაკავშირებლად. ყოველწლიური პლატფორმა, ამერიკაში ბიზნესის დაწყებითა თუ გაფართოებით დაინტერესებული მონაწილეებისთვის, ღირებული ინფორმაციისა და კონტაქტების მიმოცვლის, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის. თიბისიმ ამერიკის ბაზრით დაინტერესებულ პარტნიორ ბიზნესებს, აშშ-ის საელჩოს დახმარებით, სამიტის შესახებ ინფორმაცია და სამიტზე მონაწილეობასთან დაკავშირებული შესაძლებლობები გაუზიარა. საინფორმაციო შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - რობინ ლ. დანიგანი დაესწრო. წელს, SelectUSA-ს რიგით მეათე სამიტი 23-26 ივნისს, მერილენდის შტატში ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები