მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ The Future of Banking-ში მიიღო მონაწილეობა

BM.GE
29.03.22 13:10
397
თიბისი ბანკის მხარდაჭერით სასტუმრო ბილტმორში საბანკო სექტორის წარმომადგენელთა ფორუმი - The Future of Banking გაიმართა. ფორუმი საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე სიახლეებს, ქართული ბანკების საერთაშორისო რეიტინგებს, ბაზრის ანალიზსა და პერსპექტივებს მიეძღვნა. 

თიბისი ფორუმზე წარმოდგენილი იყო ორ საპანელო დისკუსიაში, რომლებზეც ციფრული ბანკინგის და ფინტეკების მომავალზე იმსჯელეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა თიბისის ციფრულ ტრანსფორმაციაზე და გაციფრულების მიმართულებით ბოლო 10 წელიწადში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგად ტრანზაქციების 99% უკვე ციფრული არხების მეშვეობით ხორციელდება, მომდევნო 5 წლიან პერიოდში კი ვარაუდობენ, რომ გადახდებთან ერთად ძირითადი სერვისებისა თუ პროდუქტების მიწოდებაც ციფრულ რეჟიმში მოხდება. 

ფორუმის ორგანიზატორი ინგლისურენოვანი გამოცემა The FINANCIAL-ი იყო. ფორუმის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საბანკო ასოციაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები