თიბისის აპლიკაციების კონკურსის 29 ნახევარფინალისტი ცნობილია. დღეიდან 24 სექტემბრამდე სტარტაპებმა ტავიანთი იდეა ჟიურის წინაშე უნდა წარმოადგინონ და საუკეთესო შედეგების მიღწევის შესაძლებლობაში დაარწმუნონ. ფინალურ მე-3 ტურში კი 10 საუკეთესო გუნდი გადავა, რომლებიც ინდივიდუალურ კონსულტაციებს სპეციალურად მათთვის მოწვეულ მენტორებთან გაივლიან.