„თიბისის” აპლიკაციების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. პირველ ადგილზე Theneo გავიდა, მეორეზე - Strange Elo და მესამეზე Exponent Group.
პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. ყველა დასრულებულ პროექტს „თიბისი“ თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.
Theneo-ს მეშვეობით შესაძლებელია დროის უმოკლეს პერიოდში მაღალი ხარისხის, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნა. API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, შესაბამისად, Theneo კომპანიებს ხელს შეუწყობს API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში. დღესდღეობით API-ზე ორიენტირებული ბაზარზე დაწინაურებული პლატფორმები საჭიროებენ დეველოპერის ჩართულობას API დოკუმენტაციის შესაქმნელად, Theneo-ს გამოყენების შემთხვევაში კი, კომპანიის C-level-ზე მყოფი, არატექნიკური განათლების მქონე პირებიც შეძლებენ დოკუმენტაციის მარტივად აწყობასა და რედაქტირებას.
Strange Elo ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. დღეს მოთამაშეებისთვის ერთმანეთთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუ საშუალოდ გეიმერი 16 საათი ცდილობდა პარტნიორის მოძიებას, ინოვაციური ფუნქციონალის წყალობით Strange Elo ამას 30 წამში ან ნაკლებში დროში მოახერხებს.
Exponent Group ქმნის პლატფორმას, სადაც გაერთიანებული იქნება ხმოვანი გიფები, თუ მიმები და ადამიანი შეძლებს საკუთარი ემოციის გაზიარებს სხვა პლათფორმებზე. ყიყლიყო , დაფუძნებულია Sponsored Content-ზე, Instagram, Giphy, TikTok, Tenor-ის მსგავსად. მოდელი ასევე ითვალისწინებს Youtube-ს სტილში მონეტიზაციას კონტენტ კრეატორებისათვის.
სტუმრები: გივი ბერიძე - kikliko.com, თანადამფუძნებელი;
ანა რობაქიძე - Theneo, თანადამფუძნებელი;
გიორგი კუმელაშვილი - Strange Elo, თანადამფუძნებელი .