მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

631f846c008f5
ნინო ტაბატაძე
13.09.22 10:15
1777
TBC Bank Group-ის აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციები 19.12 ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა, რაც ბირჟაზე გასვლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ორშაბათის ვაჭრობაზე ბანკის აქციების ღირებულება 1.59%-ით გაიზარდა. ვაჭრობისას ყველაზე მაღალი ფასი - 1 აქციაზე 19.24 ფუნტი დაფიქსირდა. საბანკო ჯგუფის კაპიტალიზაციამ კი 1.040 მლრდ ფუნტს მიაღწია.

თიბისის ლონდონის საფონდო ბირჟაზე 55,479,420 აქცია აქვს განთავსებული. 30 ივნისის მდგომარეობით, აქციების 72.8% თავისუფალ მიმოქცევაშია; 15.9% ეკუთვნის დამფუძნებლებს (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე), 5.1% ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშია, 3.4% მენეჯმენტის საკუთრებაში არსებული აქციებია, 2.8% კი IFC-ის პორტფელშია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები