მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისის არხებით ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების იზრდება, თუმცა ტემპი შენელებულია

შოპინგი

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების იზრდება, თუმცა ტემპი შენელებულია - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლების დანახარჯების სექტემბრის თვის მიმოხილვიდან ირკვევა.

„სექტემბერში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 21%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯის მოცულობამ 121ლარი შეადგინა“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამავე პერიოდში, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე ჯამური უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტების წილმა 83%,ხოლო არარეზიდენტების წილმა 17% შეადგინა.

„თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 110 ლარს გაუტოლდა.

ამავე თვეში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიური 55%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელმა 226 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები