მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები - ნომინაცია “რეგიონი”

დღეს გაგაცნობთ იმ ადამიანებს და მოგიყვებით იმ კომპანიებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის რეგიონული განვითარების პროცესში და ამისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო თიბისი ბიზნეს დაჯილდოება 2025 მოიპოვეს.

წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრიზი, ნომინაციაში წვლილი რეგიონის განვითარებაში, გადაეცა ღვინის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორიას, AgroLab-ს, რომელიც რეგიონში ინოვაციურ მიდგომებს ნერგავს და ღვინის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს.

მეორე ადგილი დაიკავა ყაზბეგის ულამაზესი მთების მწვერვალზე მდებარე სამთო სასტუმრომ Alti Hut-მა, 3014 მეტრ სიმაღლეზე, სადაც სტუმრები ნამდვილად უნიკალურ გამოცდილებას იღებენ.

მესამე ადგილზე გავიდა ტექნოლოგიური აგრო-სტარტაპი, Agro meta, რომელიც ფერმერებს სთავაზობს აგრო-დრონების სერვისს და ხელს უწყობს აგროინდუსტრიის გაციფრულებას რეგიონებში.

სტუმრები: მარიამ სოლომნიშვილი - "აგროლაბი", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;

ნიკოლოზ ალავიძე - "ალტიჰატის" დამფუძნებელი;

ნიკა მესხი - "აგრომეტა", დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები