მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2023”-ის გამარჯვებულები - "ბაბალე" & “ენთები"

თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნესდაჯილდოება 2023-ი გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 ნომინაციაში დაჯილდოებაში მონაწილე 400-ზე მეტი კომპანიიდან შეარჩია. „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ დაჯილდოვდა ბუღალტრული და ფინანსური სერვისების კომპანია „ენთები“, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ხოლო ნომინაციაში, „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ კომპანია „ბაბალემ“ გაიმარჯვა, თავისი გამორჩეული საქმიანობისთვის, რაც საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმებას გულისხმობს.

სტუმრები: ლია ტაბატაძე - "ბაბალეს" დამფუძნებელი;

მარიამ კახიძე - “ენთების” კომერციული დირექტორი;