თიბისის წლევანდელ ბიზნეს დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება რეკორდული, 412 კომპანიის რეგისტრაციით დასრულდა. წლევანდელ ღონისძიებაზე ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად გამარჯვებული „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების“ ნომინაციაშიც დასახელდება. ნაწილობრივ შეიცვალა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან.
სტუმრები: მაკა ბოჭორიშვილი - თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი;
ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი.