მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები: Oktopus Fitness Club & Anemone

BM.GE
08.11.21 10:15
591
ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით მომდევნო ეტაპზე გადავიდა. უკვე მეექვსე წელია, თიბისი ქვეყანაში ბიზნესდაჯილდოებას ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესების მხარდაჭერაა. 2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში 2 500-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. და ჩვენც ვიწყებთ წლევანდელი ფინალისტების წარდგენას. თავის მხრივ დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ, ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ საკუთარ მომხმარებელს — იქნება ეს მომხმარებელზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

ბიზნესდაჯილდოების ჟიურიმ კონკურსის ფინალისტები ხუთივე ნომინაციაში, მათ შორის, ორ ახალ ნომინაციაში უკვე გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 3 ფინალისტი შეირჩა.

სტუმრები: გიორგი ასათიანი - "ოკტოპუს ფიტნეს კლუბი", დამფუძნებელი;
ანი არველაძე - "ანემონე", დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები