მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები

BM.GE
25.11.22 11:52
296
თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტების გაცნობას გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის ნომინანტებით ვაგრძელებთ. ამ ნომინაციაში არიან: 
  1. Veli.store ონლაინ საყიდლების პლატფორმაა, რომელიც 2022 წლის იანვარში გამოჩნდა ბაზარზე და მასში პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე, Veli.store-ზე საყიდლების შეგროვება 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი;
  2. სასტუმრო ეპიზოდი, რომელიც არის პირველი სრულად ტექნოლოგიური სასტუმრო საქართველოში, რეგიონში. ტექნოლოგიურობა გამოიხატება სხვადასხვა ინსტრუმენტებში, რომელსაც ეპიზოდი სთავაზობს როგორც მომხმარებლებს, ისე გუნდის წევრებს: ეპიზოდში მოსულ სტუმარს არ დახვდება ტრადიციული ე.წ reception desk, მას დახვდება სრულად ეპიზოდის გუნდის მიერ შექმნილი ე.წ kiosk , რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას 2 წუთში სრულად დამოუკიდებლად განახორციელოს რამდენიმე აქტივობა: check in, check out, ჯავშნის გაკეთება, გადახდა, და ბარათის აქტივაცია.
  3. პაცცა პიცერიების ქსელი. რომელიც ცოლ-ქმრის შექმნილი ბიზნესია და რომლებიც არიან გასტრონომიული მკვლევრები, რესტორატორები, ტელეწამყვანები და 3 კულინარიული წიგნის ავტორები.

სტუმრები: მარიშა გოგოლაური - სასტუმრო "ეპიზოდის" მარკეტინგის და დიჯიტალ პროდუქტების განვითარების დირექტორი;
არჩილ ფირიაშვილი - VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები