თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში ნომინირებული 3 კომპანია არის: სადგური, ტიმეო და უდაბნო.
უდაბნო ჯგუფმა საქმიანობა 2017 წლიდან დაიწყო. კახეთში 20,000 ჰა-მდე მიწის განაშენიანებით უდაბნო გადამწყვეტ როლს თამაშობს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში, ამავდროულად უზრუნველყოფს რეგიონში ბიომრავალფეროვნების დამკვიდრებას. ამჟამად უდაბნოს ფარგლებში გაშენებულია ნუშის ბაღები (უკვე დარგულია დაახლოებით 700,000 -მდე ნუშის ხე), კენკროვანი კულტურები, კერძოდ მარწყვის, მაყვილსა და ჟოლოს პლანტაციები და ვენახი-150-მდე სახეობის ქართული ენდემური ჯიშის ვაზები. უდაბნოს გუნდის სამუშაოების ნაწილია ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონში. უკვე გაყვანილია წყლის მაგისტრალური მილსადენი, ასევე ეფექტური, ავტომატიზებული სარწყავი სისტემები. ახლად აშენებული მილსადენით უდაბნომ ასევე განახორციელა ხელოვნური ტბის პროექტი, რომელიც ადგილზე ბაღების და საძოვრების მორწყვისთვის გამოიყენება.
ტიმეო პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც ლოკოკინას ხორცი ევროკავშირში გაიტანა, მაშინ როცა ევროკავშირში საქართველოდან ლოკოკინას ნაწარმის გატანა რამდენიმე თვის წინ ნებადართული არ იყო. კომპანია მომავალ წელს 2’000'000 ევროს შემოსავლის მიღებას გეგმავს, რომლის 100%-იც ექსპორტიდან იქნება გენერირებული. ველური ლოკოკინა, სამეცნიერო სახელწოდებით “Helix Lucorum”, ინვაზიური სახის ლოკოკინად მოიაზრება. ტიმეოშ ამ დროისთვის 170 ადამიანია დასაქმებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც 2008 წლის ომის გამო იძულებით გადაადგილებული პირია. 170 თანამშრომლიდან დაახლოებით 120 ქალბატონია. მომავალ ორ წელიწადში კომპანია ტიმეო საკუთარი წარმადობის გასამმაგებას გეგმავს, ამასთან ერთად მისი მიზანია საფრანგეთს შესთავაზოს ლოკოკინას გარდა სხვა პროდუქტებიც.
სადგური ადგილი, რომელიც სოფელ ელიზაბეტთალში შეხვედრის ახალ ადგილად იქცა. რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებულ სოფელში ტურისტებისთვის შექმნილი სივრცე სტუმრებისათვის ადგილზე ჩასვლის მთავარ მოტივატორად იქცა. "სადგურმა" სოფელს ახალი სიცოცხლე შესძინა. გერმანული კოლონისტების აშენებულ შენობაში განთავსებულმა ავთენტურმა სივრცემ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. სადგური წარმოადგენს ლუდის ბაღს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ადგილობრივ სამზარეულოს, რომელზეც გერმანელი კოლონისტების დანატოვარმა მემკვიდრეობამ გავლენა მოახდინა.
სტუმრები: გიორგი ბარათაშვილი - სადგური Bahnhof Station-ის დამფუძნებელი;
გიორგი ქადაგიძე - "აბბე ტიმეოს" დამფუძნებელი და დირექტორი