რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის, პოზიციების გასაძლიერებლად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თიბისის ფინანსური პარტნიორობით ზეტ ტრანს გრუპმა 100 ახალი ვაგონი შეიძინა, რომელიც აზერბაიჯანული ტვირთის ბათუმის პორტის ტერმინალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 7 მილიონი დოლარია, რომელიც სრულად თიბისიმ დააფინანსა. სავაგონე ინფრასტრუქტურის განახლება კომპანიის მხრიდან გაზრდილ ტვირთბრუნვაზე პასუხია, რაც ზეტ ტრანსს შესაძლებლობას მისცემს პარტნიორებს განახლებული სიმძლავრეებით მოემსახუროს. ბიემჯის შესაძლებლობა ჰქონდა ბათუმის პორტის ტერმინალში აზერბაიჯანიდან შემოსული ტვირთის გადმოტვირთვის პროცესს დასწრებოდა და პროექტის მთავარი გმირებისგან მოესმინა რას ცვლის აღნიშნული პროექტი ბაზარზე?
სტუმრები: დავით კონცელიძე - თიბისი, ვიცე პრეზიდენტი, კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვა; ალექსი ნიკოლაიშვილი - Zet Trans, დამფუძნებელი
ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - BMG, ჟურნალისტი;


































