მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის განათლების პროგრამის ერთი წელი

19 დეკემბერს თიბისის ტექ სკოლის პროგრამების შემაჯამებელი, საახალწლო ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა, რომელსაც თიბისის ტექ სკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, მათი მშობლები, მასწავლებლები და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარადგინეს ტექ სკოლის მიღწევები, კურსდამთავრებულებმა თავიანთი წარმატებული პროექტები და გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს წამახალისებელ თამაშში; ღონისძიება საახალწლო ფესტივალით და კონცერტით დასრულდა.