მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა

5ed8c83aa6821
BM.GE
04.06.20 14:07
502
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო. განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.

ინტერნეტ და მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებსაც სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.

თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია 500-დან 60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები