მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისის მენეჯმენტმა ბანკის აქციები გაყიდა

5858c5580f3ad
BM.GE
20.12.16 09:42
5651
თიბისი ბანკის აქციებზე 1.8 მლნ გირვანქა სტერლინგის (₤) გარიგებები დაიდო. აქციები დირექტორთა საბჭოს წევრებმა გაყიდეს - 1 აქციის ფასი - ₤14.25 - ₤15 დიაპაზონში.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჯამში 56 158 ცალი აქცია გაასხვისა, სულ 839 582 ფუნტი სტერლინგის ღირებულების.

გიორგი შაგიძემ 17 877 აქცია (₤267 140) გაყიდა, ვანო ბალიაშვილმა - 11 237 (₤167 916), ხოლო ნინო მასურაშვილმა 7 662 ცალი აქცია (₤114 488 ). გარიგებები 12-13 დეკემბერს განხორციელდა.

ცოტა ხნით ადრე, ბანკის აქციონერთა რიგებიდან გავიდა კომპანია Inseco, გენერალური დირექტორის პირველ მოადგილესთან პაატა ღაძაძესთან დაკავშირებული კომპანია. გაყიდულია 40 950 აქცია, 2 ნაწილად, სულ 468 607 გირვანქა სტერლინგის ღირებულების.

5-12 დეკემბრის პერიოდში ბანკის აქციები (₤8 მლნ-მდე) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამაც (IFC) გაყიდა. IFC-ის პორტფელი 2.098 მლნ-დან 1.538 მლნ აქციამდეა შემცირებული. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია თიბისი ბანკის მთლიანი აქციების 4%-ს ფლობდა, გარიგების შემდეგ მას მხოლოდ აქციების 2.9% ეკუთვნის.

ლონდონის ბირჟაზე გასული 2 კვირის განმავლობაში გარიგებები თიბისი ბანკის 2 მლნ-ზე მეტ აქციაზე დაიდო.

GBC.GE

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები