რესპუბლიკაში Agile mentor-ის ორგანიზებით, ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართა. თიბისის მხარდაჭერით მთავარი გამომსვლელი, „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იყო, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთო.
ღონისძიების მთავარი აქცენტი წელს Heart of Agile იყო, თუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები მოვარგოთ ნებისმიერი სახის ინიციატივებს ყველა ინდუსტრიაში და არამხოლოდ - სოფთვეარ დეველოპმენტში.
ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები ეჯაილ მანიფესტოს თანაავტორს, მონაწილეობა მიეღოთ ნეთვორქინგში, გაეცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან, როგორიცაა საერთაშორისოდ ცნობილი ეჯაელ ექსპერტი- ანტონ მარკი. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, რომელზეც ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დანერგილი ეჯაილ გამოცდილება გააზიარეს.
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა.