გუშინ, თბილისში, ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, Greda-ს და Invest In Network-ის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი დაიწყო. საქართველოში პირველი ენერგეტიკის გამოფენა დღესაც მიმდინარეობს და მისი მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას, მეორეს მხრივ კი იქცეს საუკეთესო პლატფორმად ახალი პროდუქტების, თუ პროექტების ცნობადობის გასაზრდელად. საერთაშორისო ფორუმმა ორი დღის განმავლობაში შეკრიბა სექტორის ყველა წარმომადგენელი საქართველოდან და ასევე პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნებიდან. აღსანიშნავია რომ ფორუმზე თიბისი კაპიტალმაც წარადგინა კვლევა, რომელიც ენერგეტიკულ სექტორს და არსებულ ტენდენციებს ეხებოდა.