"თიბისის" მხარდაჭერით, "კოლიერსი" საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს. სუბურბანი კოლიერსის საცხოვრებელი პროექტების სერიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვითარდება. ამასთანავე, სუბურბანის კონცეფცია თანამედროვე ადამიანების საჭიროებებს ერგება და სტანდარტად ქცეული ინფრასტრუქტურის შექმნას სცდება. პროექტებში ყოველდღიურობის შემადგენელი, აუცილებელი სერვისები დაინერგება.
სუბურბან საგურამო 95 მიწის ნაკვეთს და 8000 კვ.მ-ზე გაშენებულ რეკრეაციულ ზონას გააერთიანებს. სუბურბან ლისი კი 7 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდება და 60 იზოლირებულ მიწის ნაკვეთსა და 9300 კვ.მ ფართობის რეკრეაციულ ზონას მოიცავს.
კოლიერსში განმარტავენ, რომ დიდი ყურადღება ეთმობა სპორტულ კომპონენტს - როგორც ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ წინაპირობას. სუბურბანის მიზანია მცხოვრებლებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ საერთო, მწვანე სივრცეებში, შესაბამისად განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პარკების მოწყობასა და მათში მრავალფეროვანი შესაძლებლობებს გაჩენაზე. სუბურბანის ძირითადი გამოწვევა ლოკაციისა და კონტექსტის შესაბამისი სერვისების დანერგვა იყო. სწორედ ამიტომ, კოლიერსმა პროექტებში „ქარის“ საზიარო ელექტროტრანსპორტი და „ვიჰოსთის“ მოვლა-პატრონობის სერვისები დანერგა.
სუბურბანის საცხოვრებელ უბნებში მშენებლობა გარკვეული სამშენებლო პარამეტრებით რეგულირდება. მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ფასადები, კერძო და საერთო სივრცეებს შორის დაცული ბალანსი, მშენებლობისას დასაშვები მასალები და ფერები ქმნის სოლიდარულ უბანს, ერთიანი, თუმცა არა ერთნაირი ვიზუალით.