მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით კონფერენცია: „AI: კვლევა და მომავალი“ ჩატარდა

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისის მხარდაჭერით კონფერენცია, „AI: კვლევა და მომავალი“ ჩატარდა. კონფერენციის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა იყო, ქართული ხელოვნური ინტელექტის და ამ მიმართულებით შექმნილი პროდუქტების გაცნობა და მათი ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და ასევე, სკოლის მოსწავლეების, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების, ახალგაზრდების ხელოვნური ინტელექტით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდა. კონფერენცია ძირითადი გამოსვლების, პანელური დისკუსიისა და ვორქშოპებისგან. მომხსენებლები კი, ის ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები და მკვლევრები იყვნენ რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობენ. პანელურ დისკუსიების ფარგლებში ქართულ ბაზარზე გენერაციული ინტელექტის კვლევისა და კომერციულ პროდუქტად ჩამოყალიბების გზები და პერსპექტივები იყო განხილული, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე კი, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა სამი ვორქშოპიდან ერთ-ერთში მიეღოთ,, მათ შორის თიბისის ვორქშოპში და პირადად გამოეცადათ, როგორ იქმნება და გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა მიმართულებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები