მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) ბიზნეს სამიტი გაიმართება

თიბისი

საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერით, 3 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" CX ბიზნეს სამიტი გაიმართება. სამიტზე მომხმარებლის გამოცდილების მართვის განსხვავებულ მიდგომებსა და წარმატების ისტორიებს სხვადასხვა ინდუსტრიებში ამ კუთხით გამორჩეული ქართული კომპანიები გააზიარებენ.

CX Business Summit-ზე მთავარი სპიკერი საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი - Shaun Belding იქნება. სამიტი კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას მისცემს CX მართვის მიდგომების და სისტემების გაცნობის, ამ კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობას.

ღონისძიების ორგანიზატორი CX Hub-ია. კომპანიის მიზანია გახდეს ბიზნესის პარტნიორი Customer Experience-ის (CX) სისტემური მართვის ჩამოყალიბებაში და დაეხმაროს ბიზნესს ჯანსაღ ზრდასა და განვითარებაში. ეს კი საბოლოო ჯამში, დამატებითი ბენეფიტის მომტანი იქნება მომხმარებლისთვის კომპანიებთან ურთიერთობაში გამოცდილების გაუმჯობესების სახით.

სამიტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ TKT.ge-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები