მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება

თიბისი ბანკის მორიგ მხარდაჭერაზე გეტყვით, რომლის დახმარებითაც საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი სამ მიმართულებას - საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, ამასთან ბიზნეს ცენტს აერთიანებს. კომპლექსი დაპროექტებულია ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინებით, ეს იქნება - საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და იზოლირებული ეზო მაცხოვრებლებისათვის, სადაც გათვალისწინებულია როგორც სპორტული მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი სივრცეც. საერთო სივრცეებს, ეზოს, მოედანს და მწვანე ტერასებს კომპლექსში 3000 კვ.მ ფართობი უკავია. მულტიფუნქციურ კომპლექსს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საბურთალოს 4 ქუჩას - ქავთარაძის, სანდრო ეულის, პოლიტკოვსკაიასა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზეა, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, პროექტიდან 150 მეტრში უახლოესი მეტროს სადგურიც მდებარეობს. მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.