მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით, Nexia Georgia ოპერირებას ახალი სამუშაო სივრციდან აგრძელებს

აუდიტორული კომპანია Nexia Georgia, თიბისის მხარდაჭერით გაფართოვდა და ახალი სივრციდან აგრძელებს ოპერირებას. 1500 კვ.მ ფართობის ოფისი მულტიფუნქციურ კომპლექსში - King David-ში მდებარეობს. პროექტის ინვესტიციაში თიბისის თანამონაწილეობა 4 მილიონამდე ევროს შეადგენს. სამუშაო სივრცის პარალელურად, Nexia Georgia-ს ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრი - „ნექსია აკადემიაც“ გაფართოვდა, რომლის მიზანიც ბიზნეს სექტორისთვის პრაქტიკული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. Nexia Georgia 2014 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას - Nexia International-ს და წლებია, ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ქსელი მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტ ოფისს აერთიანებს. Nexia Georgia 700-მდე მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესს ემსახურება ბუღალტერიის, გადასახადების, აუდიტის, კონსალტინგისა და იურიდიული მიმართულებებით. მისი სერვისი, ასევე, მოიცავს პარტნიორი კომპანიების ციფრული ტექნოლოგიებითა და ლიცენზირებული პროგრამებით უზრუნველყოფას. Nexia-ს ქართული ოფისი 250-მდე პროფესიონალს აერთიანებს და აუდიტორული სფეროს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. Nexia Georgia წელს 10 წლის ხდება. კომპანიის დაფუძნების დღიდან, თიბისი Nexia-ს ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები