27-28 ოქტომბერს, თიბისის მხარდაჭერით, საქართველო, მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - "თბილისის ფინანსურ სამიტს" მასპინძლობს. წლევანდელი სამიტის თემაა - "რეგიონალური ეკომონიკური დერეფნების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში".
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის, GFTN-ის ორგანიზებით, უკვე მეორედ ტარდება.
სამიტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ადგილობრივი და საერთაშორისო საბანკო სექტორის და ფინტექ კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში -,,საქართველოს საბანკო სექტორი: ლიდერობა, სტრატეგია და გზა 2027 წლისკენ’’ მონაწილეობა მიიღო თიბისის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი თხელიძემ, რომელმაც 2027 წლისთვის, თიბისის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და რეგიონული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. დისკუსიის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი მომხმარებელთა გამოცდილებაზე, ფინანსურ ოპერაციებსა და ზოგადად, საბანკო სექტორზე. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო გადახდების სისტემებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც შუა დერეფანი ფინანსურ ინსტიტუტებს უქმნის.
"მოხარული ვარ, რომ თიბისი თბილისის ფინანსური სამიტის მხარდამჭერია. ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების საქართველოში ჩატარება, ქვეყნის საბანკო სექტორის წარმატებისა და რეგიონული ლიდერობის დასტურია. მსგავსი ფორმატის კონფერენციები შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, სადაც თიბისის ლიდერის პოზიცია უკავია", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
სამიტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: Home | Tbilisi Finance Summit
























