ხელოვნური ინტელექტის სწავლება უკვე სკოლიდან იწყება - თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ეროვნული პროექტი იწყება. ინიციატივა საპილოტე ეტაპიდან ფართო დანერგვაზე გადადის და 2026-2027 სასწავლო წლიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება ისწავლონ. პროექტი თავდაპირველად 30-მდე სკოლასა და 500-მდე მოსწავლეს მოიცავს, პარალელურად კი 80-ზე მეტი პედაგოგის გადამზადებაა დაგეგმილი.






























