მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, ისნის რაიონში, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის - „აპექს ჰოლბრუკის“ მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის დაფინანსება 45 მილიონი ლარია. „აპექს ჰოლბრუკი“ 22-სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, სამდონიან საპარკინგე ინფრასტრუქტურას, 1 200 კვადრატული მეტრის გამწვანებულ ეზოს და 24-საათიან დაცვის სისტემას. კომპლექსის პანორამული ხედები იშლება მტკვარსა და ძველ თბილისზე, რაც „აპექს ჰოლბრუკს“ გამორჩეულ საცხოვრებელ პროექტად აქცევს. მშენებლობა 2025 წლის ბოლოს დაიწყო და დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები