მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სკოლების შვეიცარიული ქსელი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, სექტემბრიდან თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი –SIST – ამოქმედდა.სასწავლო ცენტრი მოსწავლეებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას სთავაზობს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მლნ დოლარს აჭარბებს,საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თიბისის დაფინანსებულია.

SIST-ის პირველი კამპუსი დადიანის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც 4,300 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და 600 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა თანამედროვე ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ დარბაზს აერთიანებს და განსაკუთრებულ ყურადღებას პრაქტიკული, თანამედროვე უნარების განვითარებას უთმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები