უკვე მეორედ თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და "ალტე უნივერსიტეტის" ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტი Technovation Girls SAKARTVELO ტარდება. ეს არის პროექტი რომელშიც 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას და ახლა უკვე საქართველოშიც მათ აქვთ შესაძლებლობა კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად პროგრამირებასა და მეწარმეობაში მოემზადონ.
სტუმრები: ალექსანდრე მაყაშვილი - თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი;
ნანა დიხამინჯია - "ალტე უნივერსიტეტის" ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი;