მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მობაილ- და ინტერნეტბანკს უსაფრთხოების ახალი მეთოდები ემატება

6058487f7986c
ინგა მურუსიძე
22.03.21 11:32
946
თიბისის მობაილ- და ინტერნეტბანკს უსაფრთხოების ახალი მეთოდები ემატება. როგორც bm.ge-ს ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, მეტი უსაფრთხოებისთვის, თიბისის მობაილ- და ინტერნეტბანკს აპლიკაციაში შესვლისას და ტრანზაქციების შესრულებისას ორმაგი ავთენტიფიკაციის მეთოდი ემატება.

20 მარტიდან, მომხმარებლებმა საბანკო გადარიცხვების შესრულებისას (50 ლარს ზემოთ), ასევე აპლიკაციაში ავტორიზაციის გავლისას SMS კოდი უნდა შეიყვანონ. რეგულაცია ეროვნული ბანკის ინიციატივით ხორციელდება და ის მომხმარებლებისთვის დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

„პროცესების და ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისი მომხმარებლებს სანდო მოწყობილობის და კონტაქტების ფუნქციონალის გააქტიურებას სთავაზობს, რაც მათ დროს დაზოგავს.

· სანდო მოწყობილობის გააქტიურება

თუ მომხმარებელი ამ ფუნქციას გაიაქტიურებს, მას მობაილ- ან ინტერნეტბანკში შესვლისას ერთჯერადი უსაფრთხოების კოდის შეყვანა არ მოუწევს. სანდო მოწყობილობის ფუნქციონალის გააქტიურება შესაძლებელია „პარამეტრების“ განყოფილებაში. (თუ 20 მარტამდე მომხმარებელს სანდო მოწყობილობა უკვე დამატებული ჰქონდა, მისი გააქტიურება ხელახლა იქნება საჭირო).

· სანდო მიმღების დამატება

სანდო შაბლონი/მიმღების დამატების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხის გადარიცხვისას, ერთჯერადი უსაფრთხოების/დიჯიპას კოდის შეყვანა არ დასჭირდება. სანდო შაბლონის დამატება ტრანზაქციის შესრულების შემდეგ და ასევე შაბლონების გვერდიდანაცაა შესაძლებელი.

დამატების შემდეგ, მომხმარებელს სანდო შაბლონი 24 საათში გაუაქტიურდება.

გამარტივებული ფუნქციონალებით სარგებლობისთვის მომხმარებელს მობაილბანკის აპლიკაცია განახლებული უნდა ჰქონდეს“, - განმარტავენ ბანკში.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

https://www.products.tbconline.ge/otp

(NS)



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები